შვიდწლიანი მოლოდინის შემდეგ, ისტორიაში მეთვრამეტედ, „მილანი" იტალიის ჩემპიონი გახდა. „როსონერიმ" სკუდეტოს გასანაღდებლად საჭირო ქულა „რომასთან" გასვლით მატჩში მოიპოვა. „ოლიმპიკოზე" ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდეგ, „მილანმა" თავი 78 ქულას მოუყარა და მართალია, არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ალეგრის გუნდს „ინტერი" დაეწიოს, მაგრამ „როსონერის" ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა, რაც თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიორიტეტია.
„მილანისთვის" საჩემპიონო მატჩი ერთმანეთისგან განსხვავებული 2 ტაიმისგან შედგებოდა. პირველ ნახევარში, დიდ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რაც დიდად გასაკვირი არც ყოფილა. საქმე ისაა, რომ „მილანის" გაჩემპიონება დროის საკითხი იყო, „რომასთვის" კი, 3 ქულის მოპოვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობა „რომამ" გოლად ვერ გარდასახა, მეორეში კი, სახიფათოდ მხოლოდ სტუმრები უტევდნენ. შესვენების შემდეგ, მილანელებმა 2 ძალიან კარგი მომენტი გააფუჭეს, მაგრამ ამანმათთვის მეთვრამეტედ გაჩემპიონებაში და ამ მაჩვენებლით, თანაქალაქელ "ინტერთან" გათანაბრებაში ხელი ვერ შეუშალა.
პალერმო-ბარი 2:1 (1:1)
პალერმო, "რენცო ბარბერა”20000
პალერმო(4-3-1-2): სირიგუ, დარმიანი, მუნიოსი, ბოვო, გარსია (კაროციერი 72), აკვა, ბაჩინოვიჩი, ნოჩერინო, კაზამი (ილიჩიჩი 46), პინილია (ერნანდესი 46), მიკოლი.
მწვრთნელი: დელიო როსი.
ბარი(4-3-1-2): პადელი, მაზიელო, როსი, ბელმონტე, პარიზი, კოპუნეკი, დონატი (გეცალი 69), გაცი, ბენტავოლიო, ჰუზეკლოპი (გრანდოლფო 81), რომერო (რივასი 75).
მწვრთნელი: ბორტოლო მუტი.
გოლები: 0:1 ბენტავოლიო (7), 1:1 მიკოლი (39), 2:1 ბოვო (53).
65-ე წუთზე, მიკოლიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
გაფრთხილებები: მუნიოსი 22 - კოპუნეკი 25, პადელი 64.
მსაჯი: რიკარდო პინსანი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 10 (3)-10 (7), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 5-4, სეივი: 8-4, ჯარიმა:12-8.
რომა-მილანი 0:0
რომი, "ოლიმპიკო”58083
რომა(4-2-3-1): დონი, კასეტი, ბურდისო, ჟუანი, რიისე, პისარო, ბრიგი (როზი 19/კაპრარი 83), ტადეი, სიმპლისიო, ვუჩინიჩი (ბორიელო 54), ტოტი.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
მილანი(4-3-1-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა, გატუზო (ამბროზინი 46), ვან ბომელი, ზეედორფი, ბოატენგი, რობინიო (პატო 73), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გაფრთხილებები: ტადეი 90 - ბოატენგი 55, ვან ბომელი 87, პატო 89.
მსაჯი: ემიდიო მორგანტი.
ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 9 (6)-7 (4), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-6, ჯარიმა: 15-12.
# | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
---|
1. | მილანი | 36 | 23 | 9 | 4 | 61:23 | 78 |
2. | ინტერი | 35 | 21 | 6 | 8 | 62:39 | 69 |
3. | ნაპოლი | 35 | 21 | 5 | 9 | 55:34 | 68 |
4. | რომა | 36 | 17 | 9 | 10 | 55:49 | 60 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 21 |
ბომბარდირები
დი ნატალე („უდინეზე"), კავანი („ნაპოლი") – 26, ეტოო („ინტერი") – 20, დი ვაიო („ბოლონია") – 19, მატრი („იუვენტუსი") – 18, იბრაჰიმოვიჩი („მილანი"), პატო („მილანი"), პაცინი („ინტერი"), ტოტი („რომა") – 14, სანჩესი („უდინეზე"), რობინიო („მილანი"), კარაჩიოლო („ბრეშია") – 12.
8 მაისი
ბრეშია-კატანია; კალიარი-ჩეზენა; უდინეზე-ლაციო; ბოლონია-პარმა; ინტერი-ფიორენტინა; ლეჩე-ნაპოლი; ჯენოა-სამპდორია.
9 მაისი
იუვენტუსი-კიევო.