მიუხედავად იმისა რომ გუშინ ლეოს გოლი არ გაუტანია, იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მას მინდორზე ყველაფერი გამოსდიოდა გარდა გოლის გატანისა, თუმცა ეს ბევრისთვის მთავარია არ არის.
ასეთი რამ უკვე ტრადიციად იქცა. როგორც ყოველთვის, მესი მინდორზე გამოდის და ყველანაირ კითხვის ნიშანს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობასთან დაკავშირებით უბრალოდ აქრობს. ამჯერად მან ეს შეერთებულ შტატებთან მატჩში გააკეთა.
არგენტინელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ექვსი მოწინააღმდეგე მოატყუა და საჯარიმოშიც უპრობლემოდ შეიჭრა, მაგრამ გოლი არ გასულა. ეს კი მთავარი მსაჯის ბრალია, რომელმაც მესის უპირატესობა არ მისცა და ჯარიმა მაინც დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ლეოს თამაში არ შეუწყვეტია.
|