შაბათი, 2024-12-21, 9:09 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 7 » "ლივერპულმა" "ჩელსის" კომპლექსი ვერც ტორესით დაძლია
11:49 AM
"ლივერპულმა" "ჩელსის" კომპლექსი ვერც ტორესით დაძლია





კვირას გამართული ორივე შეხვედრა სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ტურის ცენტრალურ მატჩში "ლივერპულმა" 1:0 დაამარცხა "ჩელსი", რომლის შემადგენლობაშიც დებიუტი ჰქონდა ერთი კვირის წინათ, "მერსისაიდელებისგან" 50 მილიონ ფუნტად შეძენილ ფერნანდო ტორესს. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი "ვესტ ჰემისა" და "ბირმინგემის" დაპირისპირებაც.

ჩელსი - ლივერპული 0:1
ბედის ირონიით ისე მოხდა, რომ ფერნანდო ტორესს "ჩელსის" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრის ჩატარება თავისი ყოფილი კლუბის, "ლივერპულის" წინააღმდეგ მოუწია. "მერსისაიდელმა" გულშემატკივრებმა იგი სტვენით გააცილეს, სამაგიეროდ, "არისტოკრატთა" ქომაგები მასში გადამრჩენს ხედავენ. ლონდონელებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანელი ბოლო პერიოდში სუსტად მოთამაშე "ჩელსის" კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
ამ გუნდების წინა ოთხივე შეხვედრა 2:0 დასრულდა - ორჯერ "ლივერპულმა" მოიგო და ამდენჯერვე გამარჯვებული "ჩელსი" გამოვიდა. სხვათა შორის, მათი პირველი წრის დაპირისპირებაში ტორესმა დუბლის შესრულება მოახერხა. სწორედ ამ მარცხის შემდეგ დაეწყოთ "არისტოკრატებს" კრიზისი - მომდევნო 8 მატჩიდან მათ მხოლოდ ერთის მოგება მოახერხეს და ლიდერის პოზიციაც დაკარგეს.
ბოლო პერიოდში ლონდონელებმა მდგომარეობა შედარებით გამოასწორეს - მიყოლებით 3 თამაში შეხვედრა მოიგეს, თუმცა, პრინციპული მატჩის წინ პეტრ ჩეხი თავს იზღვევდა და ამბობდა, მხოლოდ 4-5 გამარჯვების შემდეგ შეგვეძლება კრიზისის დაძლევაზე საუბარიო. "ჩელსის" მესვეურთათვის სამწუხაროდ, კვირას ზედიზედ მეოთხე მოგება არა "არისტოკრატებმა", არამედ "მერსისაიდელებმა" გაიფორმეს. თანაც, კენი დალგლიშის გუნდმა ოთხივე მატჩში "მშრალი" ანგარიშით იმარჯვა.
მართალია, პირველ ნახევარში ტერიტორიული უპირატესობა "ჩელსის" მხარეს იყო და ლამპარდის ჩაწიდებებით ივანოვიჩს ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ შესვენებამდე ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მაქსი როდრიგესს შეექმნა - ხელსაყრელი პოზიციიდან არგენტინელმა ნახევარმცველმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმი აქტიურად ჩაატარა ტორესმაც, თუმცა, შედეგი არც მის დარტყმებს მოჰყოლია.
საგოლე მომენტების სიუხვით არც მეორე ნახევარი გამოირჩეოდა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - 69-ე წუთზე ჯერარდმა "ჩელსის" საჯარიმოში ჩააწოდა, ჩეხი გამოსვლაზე შეცდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა რაულ მეირელეშმა კი უპრობლემოდ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ბოლო ხუთ შეხვედრაში 4-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.
დარჩენილ დროში გოლის გატანასთან უფრო ახლოს "ლივერპული" იყო, მაგრამ შეცვლაზე შესულ ფაბიო აურელიოს ჩეხმა აუღო. საბოლოოდ, "მერსისაიდელებმა" შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს და კიდევ უფრო შეამცირეს ჩამორჩენა დაწინაურებულ ხუთეულთან.

ვესტ ჰემი - ბირმინგემი 0:1
"ბირმინგემთან" წაგების შემდეგ "ვესტ ჰემი" მისთვის ჩვეულ მე-20 ადგილს დაუბრუნდა. ორი აუტსაიდერის შეხვედრა საკმაოდ უსახური გამოდგა. გუნდები მოგებაზე მეტად იმას ცდილობდნენ, რომ კონკურენტთან არ დამარცხებულიყვნენ - ასეთ მატჩებზე ხომ ამბობენ, ბრძოლა 6 ქულისთვის არისო.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის "აპტონ პარკზე" გამართულ ბოლო ათ შეხვედრაში "ბირმინგემს" მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი. "ლურჯებს" შედეგიანობით თავი არც ამჯერად გამოუჩენიათ, თუმცა, 65-ე წუთზე ლარსონის ჩაწოდებით ნიკოლა ჟიგიჩის მიერ თავით გატანილი ერთადერთი გოლი გამარჯვებისთვის სრულად ეყოთ.


6 თებერვალი
ლონდონი, "აპტონ პარკი”, 32927
ვესტ ჰემი-ბირმინგემი 0:1 (0:0)
ვესტ ჰემი:
 გრინი, იაკობსენი, აპსონი (და კოშტა 46), ბრიჯი, რიდი, ნობლი, პარკერი, ონილი, ობინია, პიკიონი (კარლტონ კოული 60), კინი (ბა 76).
მწვრთნელი: ავრამ გრანტი.
ბირმინგემი: ფოსტერი, ირანეკი, როჯერ ჯონსონი, რიჯუელი, კარი, გარდნერი, ფერგიუსონი, ბოიერი, ბენტლი, ჟიგიჩი, ჯერომი (ლარსონი 57).
მწვრთნელი: ალექს მაკლიში.
გოლი: 0:1 ჟიგიჩი (65).
გაფრთხილება: ნობლი (40), ობინია (90+2), და კოშტა (90+3) - ფოსტერი (74).
მსაჯი: კრის ფოი.
დარტყმა 18 (4)-7 (2); ჯარიმა 18-13; კუთხური 5-5; თამაშგარე 2-5; ბურთის ფლობა 56%-44%; სეივი1-4.


ლონდონი, "სტემფორდ ბრიჯი”, 41829
ჩელსი-ლივერპული 0:1 (0:0)
ჩელსი: 
პეტრ ჩეხი, ბოსინგვა (დავიდ ლუისი 73), ივანოვიჩი, ტერი, ეშლი კოული, ობი მიკელი (მალუდა 71), ესიენი, ლამპარდი, ანელკა, ტორესი (კალუ 66), დროგბა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
ლივერპული: რეინა, შკრტელი, კარაგერი, აგერი, კელი, გლენ ჯონსონი, ლუკას ლეივა, ჯერარდი, მაქსი როდრიგესი (ფაბიო აურელიო 75), მეირელეში (პოულსენი 84), კუიტი.
მწვრთნელი: კენი დალგლიში.
გოლი: 0:1 მეირელეში (69).
გაფრთხილება: ობი მიკელი (1) - ლუკას ლეივა (74).
მსაჯი: ანდრე მარინერი.
დარტყმა 20 (1)-8 (3); ჯარიმა 10-10; კუთხური 4-3; თამაშგარე 3-2; ბურთის ფლობა 57%-43%; სეივი2-1.

ნანახია: 865 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz