ხუთშაბათი, 2024-04-25, 0:28 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » "ლაციომ" "მილანს" გაუძლო
3:25 PM
"ლაციომ" "მილანს" გაუძლო
"ლაციოს" "მილანი" "სან სიროზე" აგერ უკვე ოც წელიწადზე მეტია არ დაუმარცხებია. "ბიანკო-ჩელესტიმ" ამის გაკეთება ვერც გუშინ მოახერხა, თუმცა, თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დედაქალაქელები მოპოვებული ქულითაც კმაყოფილნი უნდა იყვნენ.
ბოლო პერიოდში "როსონერის" უმთავრეს მოწინააღმდეგედ ტრავმები იქცა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი "ლაციოსთან" შეხვედრასაც სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა. ვან ბომელი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო აცდენდა, ხოლო 10 ფეხბურთელი ლაზარეთში მკურნალობს - ნესტა, გატუზო, ზეედორფი, პირლო, ამბროზინი, ბოატენგი, აბატე, ძამბროტა, სტრასერი და ინძაგი. ასეთი სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, შეხვედრაში უპირატესობა მაინც "მილანის" მხარეს იყო და მასპინძლები გამარჯვებასთანაც მეტოქეზე გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ.
თამაშის დასაწყისში "როსონერიმ" ინიციატივა სტუმრებს დაუთმო, მაგრამ ედოარდო რეიას ფეხბურთელებს ეს შეთავაზება ენთუზიაზმით არ მიუღიათ. ისინი შეტევაში დიდი ძალებით წასვლას ერიდებოდნენ და მხოლოდ შორი მანძილიდან დარტყმებით კმაყოფილდებოდნენ, თუმცა, ამას რამე ხიფათი არ მოჰყოლია. ტაიმის შუაში მილანელებიც გააქტიურდნენ. მუსლერას კარის მიმართულებით რამდენჯერმე დაარტყა ფლამინიმ, თავით გატანა შეეძლო იბრაჰიმოვიჩს, საგოლე შანსი ჰქონდა ემანუელსონს, მაგრამ მასპინძელთა ყველა ცდა არაზუსტი გამოდგა.
შესვენების შემდეგ, ისედაც შეკოწიწებული შემადგენლობით მოთამაშე "მილანს" 2 იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. კოზაკმა დაცვის ცენტრში მოთამაშე ბონერას იდაყვი თვალში ჩაარტყა და ალეგრიმ იგი ლეგროტალიეთი ჩაანაცვლა, თუმცა, მატჩის ჩამთავრება ვერც "როსონერის" დებიუტანტმა შეძლო - თავი ამჯერადაც კოზაკმა "გამოიჩინა".
რაც შეეხება თვითონ თამაშს, მეორე ნახევარში ნათლად გამოჩნდა, რომაელთათვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო მილანში ქულის აღება. საკმარისი იყო მასპინძლებს ზეწოლა ოდნავ გაეძლიერებინათ, რომ რეიას გუნდი მაშინვე საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტა და შეტევაზე აღარც უფიქრია. "როსონერის" იერიშებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი იბრაჰიმოვიჩის დარტყმა იყო. შვედი ფორვარდის დაახლოებით, 15 მეტრიდან გასროლის შემდეგ, ბურთი ჯერ ახლო ძელს მოხვდა, შემდეგ კარის ხაზზე გაგორდა და შორეული ძელიდან ასხლეტით მოედანზე დაბრუნდა. "მილანს" სხვა მომენტებიც ჰქონდა. გატანა იმავე იბრაჰიმოვიჩს, რობინიოსა და ემანუელსონს შეეძლოთ, მაგრამ "ლაციომ" ხან დაშვებული და ხანაც დაუშვებელი მეთოდებით (უხეშობას ვგულისხმობთ), საკუთარი კარი "მშრალად" შეინახა - 0:0.
 

1 თებერვალი
მილანი, "სან სირო”, 38809
მილანი-ლაციო 0:0
მილანი:
 აბიატი, ოდო, ბონერა (ლეგროტალიე 46, პაპასტატოპულოსი 84), იეპესი, ანტონინი, ტიაგო სილვა, ფლამინი, ემანუელსონი, რობინიო, პატო (კასანო 63), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
ლაციო: მუსლერა, ლიხშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ, ბროკი, კრისტიან ლედესმა, გონსალესი (ბრეშანო 74), ერნანესი, სკული (მაური 81), კოზაკი.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
გაფრთხილება: ოდო (59) - კოზაკი (73), კრისტიან ლედესმა (77).
მსაჯი: ანტონიო დამატო.
დარტყმა 20 (2)-7 (1); ჯარიმა 14-19; კუთხური 9-5; თამაშგარე 6-1; ბურთის ფლობა 57%-43%; სეივი1-2.
ნანახია: 877 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz