amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » ხოსეპ გვარდიოლა: “არსენალის” თამაშის ცქერა უფრო მომწონს, ვიდრე მის წინააღმდეგ თამაში”
4:11 PM ხოსეპ გვარდიოლა: “არსენალის” თამაშის ცქერა უფრო მომწონს, ვიდრე მის წინააღმდეგ თამაში” |
პეპ გვარდიოლას და არსენ ვენგერის საჩემპიონთალიგო გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა
დღეს გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ლონდონის "ემირეიტსზე” იქაური "არსენალისა” და კატალონიური "ბარსელონას” შეხვედრა იწვევს. "ბლაუგრანას” დამრიგებელმა მეტად ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. პეპ გვარდიოლამ სამშაბათს თავისი ფეხბურთელები არ ავარჯიშა და სწორედ იმ დროს, როცა ოთხშაბათს მატჩი უნდა ჩატარდეს, პრესკონფერენცია ჩაატარა.
- როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრა შედგა და მოწინააღმდეგედ "არსენალი” გერგოთ, რა გრძნობა დაგეუფლათ? - თავიდანვე ვიცოდით, რომ ფლეი ოფში იოლი მეტოქე არ გვეყოლებოდა, მაგრამ ჩრდილოლონდონელებთან შეხვედრამ არ გამახარა. "არსენალის” თამაშის ცქერა უფრო მომწონს, ვიდრე მის წინააღმდეგ თამაში. ჩემი და არსენ ვენგერის გუნდების ასპარეზობაში საერთოს პოვნა არ გაგიჭირდებათ. "ბარსაც” და "არსენალიც” განსაკუთრებით ძლიერები მაშინ არიან, როცა ბურთს აკონტროლებენ. მისი დაკარგვის შემთხვევაში დასაბრუნებლად ყველა ზომას ვხმარობთ ხოლმე. სწორედ ეს გვაძლევს მატჩის მსვლელობისას დიდი რაოდენობის იერიშის წარმოების საშუალებას. ყოველმხრივ შევეცდებით, "ემირეიტსზეც” თამაშის სადავეები ხელთ გვეპყრას. - თქვენი გუნდის ტაქტიკა ძნელად ამოსაცნობი არაა. ამჯერადაც ბურთის ფლობას მიანიჭებთ პრიორიტეტს? - ამ მხრივ "ბარსელონა” ეგოისტია. გუნდში ტექნიკური მოთამაშეების ნაკლებობა არ იგრძნობა, ამიტომ, რატომ უნდა ვთქვათ უარი შემტევ, აგრესიულ ფეხბურთზე? ამის გაკეთება განსაკუთრებით "არსენალის” წინააღმდეგ თამაშის დროსაა არასასურველი. თუკი ბურთი და ინიციატივა "მეთოფეებს” დავუთმეთ, ისინი იერიშებით წაგვლეკავენ და საგოლე მომენტებსაც ბლომად შექმნიან ჩვენ კართან. ოთხშაბათს ჩვეულებრივ "ბარსას” იხილავთ – მოწინააღმდეგის ნახევარზე მოთამაშესა და იერიშებზე ორიენტირებულს. - რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ? - ასეთი დონის გუნდების დაპირისპირებისას, გადამწყვეტი ყოველთვის მეორე მატჩია ხოლმე. თუმცა, საერთო წარმატების ფუნდამენტის ჩაყრა ლონდონშია აუცილებელი. "ემირეიტსზე” აუცილებლად გვმართებს გოლის გატანა, დანარჩენს საპასუხო შეხვედრა გვიჩვენებს. - პრიმერადივიზიონიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გადართვა არ გაგიჭირდებათ? - საერთაშორისო არენაზე ორთვიანი პაუზის შემდეგ ვბრუნდებით, რაც გარკვეულ სირთულეებს გვიქმნის. ამასთან, ბოლო წლებში "ბარსელონას” სამერვედფინალო ბარიერის დაძლევა უჭირს ხოლმე. გავიხსენოთ ჩვენი ადრეული დაპირისპირებები "ლიონსა” და "შტუტგარტთან”. სწორედ ამ შეხვედრებში აჩვენა ჩემმა გუნდმა ყველაზე სუსტი თამაში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობებში. "ბარსელონა” რთული მატჩისთვის დიდად მონდომებულად ემზადება. იმედია, სტადიონის ატმოსფერო და მოწინააღმდეგის თამაში, საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალებას მოგვცემს. - "ბარსელონამ” მატჩის წინა დღეს, სამშაბათს, "ემირეიტსზე” დაგეგმილი ვარჯიში არ ჩაატარა. რატომ უღალატეთ ტრადიციას და უარი თქვით წინასამატჩო წვრთნაზე? - სამშაბათს დილით, ბარსელონაში ვივარჯიშეთ და შემდეგ გავეშურეთ აეროპორტისკენ. "არსენალთან” მატჩის წინა დღეს ბიჭებს დასვენების საშუალება მივეცი
|
ნანახია: 885 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|