amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 24 » “ხორვატიამ თბილისში “ბარსელონასავით” უნდა ითამაშოს”
2:30 PM “ხორვატიამ თბილისში “ბარსელონასავით” უნდა ითამაშოს” |
ხორვატები ბილიჩს თბილისში "ბარსელონასავით” თამაშს "სთხოვენ”
ხორვატიული გამოცემა jutarnji ასეთ ხმაურიან სათაურს აკეთებს, თუმცა აქ უფრო სათამაშო მანერა იგულისხმება, ვიდრე კლასი. გამოცემის ვარაუდით, სლავენ ბილიჩი 4-2-3-1 სქემით ითამაშებს და ნახევარდაცვაში ბურთის კონტროლზე გააკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს. ბილიჩის ვარჯიშებზე "ორკარა” მატჩიდან გამომდინარე, კარში ვედრან რუნიე დადგება, დაცვის ფლანგებზე დარიო სრნა (მარჯვნივ) და ივან სტრინიჩი (მარცხნივ) იქნებიან, ცენტრში ვედრან ჩორლუკა და იოსიპ შიმუნიჩი. რატომ სტრინიჩი და არა დანიელ პრანიჩი? საქმე ისაა, რომ "დნიპროს” მცველი გაცილებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე მიუნხენის "ბაიერნის” ფლანგელი, რომელმაც ვერც ბუნდესლიგისა და ვერც ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებში კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. ნახევარდაცვაში ცენტრს ივან რაკიტიჩი და ლუკა მოდრიჩი გაამაგრებენო. და ნომინალური საყრდენი ნახევარმცველი? ოგნიენ ვუკოევიჩი რატომღაც არ ჰყავთ სავარაუდო თერთმეტეულში, არადა, რაც ნიკო კოვაჩმა კარიერა დაასრულა, ვუკოევიჩი თითქმის შეუცვლელი საყრდენი გახდა ბილიჩის გუნდში. ცენტრფორვარდი ნიკო იელავიჩი იქნებაო, წერს ხორვატიული გამოცემა. იელავიჩმა "გლაზგო რეინჯერსში” კარგი მატჩები ჩაატარა, რასაც ვერ ვიტყვით "ბლექბერნის” ფორვარდ ნიკოლა კალინიჩზე. ესაა მთავარი ფაქტორი, თორემ კალინიჩმა 9 თებერვალს ჩეხეთთან 4:2 მოგებულ ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა. ცენტრფორვარდთა უკან სამი შემტევი ითამაშებს – მარჯვნიდან მლადენ პეტრიჩი, რომელიც ცაციაა, არიენ რობენივით ცენტრში შეჭრა და შორიდან დარტყმები ეხერხება. რა თქმა უნდა, რობენის დონე ვერაა, მაგრამ სათამაშო სტილი იგულისხმება. მარცხნიდან ნიკო კრანჩარი შეუტევს, რომელმაც მიმდინარე ევროშესარჩევში 4 გოლი გაიტანა. კრანჩარი ვერ ბრწყინავს "ტოტენჰემში”, მაგრამ ნაკრებში მშვენივრად ირჯება. და ცენტრფორვარდის უკან ყველაზე სავარაუდოდ მაინც ედუარდოს კანდიდატურა მიაჩნიათ – არადა, ნატურალიზირებულ ბრაზილიელს კოჭი აწუხებს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. მოკლედ, ეს ყველაფერი ვარაუდებია. უფრო სავარაუდო თერთმეტეული index.hr-ს უწერია: რუნიე – სრნა, ჩორლუკა, შიმუნიჩი, სტრინიჩი – ვუკოევიჩი, რაკიტიჩი – პეტრიჩი, მოდრიჩი, კრანჩარი – კალინიჩი.
|
ნანახია: 813 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|