შაბათი, 2024-04-20, 12:13 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2012 » მარტი » 8 » კვიპროსული და არგენტინული სასწაულები გრძელდება
3:03 PM
კვიპროსული და არგენტინული სასწაულები გრძელდება







2012 წლის 7 მარტს, საფეხბურთო სამყაროს 2 გმირი ჰყავდა. ერთი კვიპროსული "აპოელია", ხოლო მეორე – არგენტინელი ლიონელ მესი. "აპოელი" კვიპროსის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 16 გუნდს შორის ყოფნა დაიმსახურა. ეს უკვე სენსაცია იყო და რაღა უნდა ვთქვათ იმაზე, რომ ივან იოვანოვიჩის შეგირდებმა 1/8-ფინალიც დასძლიეს და ევროპის 8 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდნენ?
"ბარსელონასა” და "ლევერკუზენის” დაპირისპირების ფონრზე, აპოელი-"ლიონის” მატჩი უფრო დამაინტრიგებელი ჩანდა, მაგრამ აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ამ შეხვედრას ასეთი დრამატული ფინალი ექნებოდა.
2 კვირის წინათ მოპოვებული უპირატესობა "ლიონმა” გუშინდელი შეხვედრის სტარტზევე გაანიავა. მიმდინარეობდა მე-9 წუთი, როდესაც ხარალამბიდისი საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და საპირისპირო ძელთან მყოფ მანდუკას უპასა, ხოლო ამ უკანასკნელმა, ვარდნაში დარტყმით, ბურთი ცარიელ კარში მოათავსა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, თამაში ჯერ დამატებით ტაიმებამდე, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანა. სანამ საქმე საფეხბურთო ლატარეად წოდებულ დაპირისპირებამდე მივიდოდა, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანების სერია მაინც გახდა საჭირო. გუნდებმა პირველი 6 პენალტი ზუსტად შეასრულეს, რის შემდეგაც, ხიოტისმა "ლიონის” ფეხბურთელების 2 დარტყმა მოიგერია და გუნდს 1/4-ფინალში გაუძღვა.
ახალი რეკორდების დამყარებასა და აქამდე არსებულის გამეორებას მოხმარდა "ბარსელონასა” და "ლევერკუზენის” მატჩის 90 წუთი. შეხვედრის გმირად ლიონელ მესი იქცა, რომელმაც თავისი სახელი ისტორიაში კიდევ ერთხელ ჩაწერა.
მსოფლიოს ბოლო სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა, 25-ე წუთზე, ჩავის გადაცემა მიიღო და მეკარესთან პირისპირ გასულმა, წინგამოსულ ლენოს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. ტაიმის მიწურულს, ინიესტამ საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფი მესი მოძებნა, არგენტინელმა ორ მცველს გვერდზე ჩაუარა და დაახლოებით 19 მეტრიდან დარტყმით, ლენოს აუღებელი დაურტყა.
მე-2 ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მესის საგოლე გადაცემა "ბარსას” მე-3 ნახევარმცველმაც გაუკეთა. ფაბრეგასის პასის შემდეგ, მესიმ ლენოს ბურთი თავს ზემოთ კიდევ ერთხელ გადაუგდო და მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-10 გოლი გაიტანა. 53-ე წუთზე, გვარდიოლამ მოედნიდან ინიესტა და ჩავი გაიყვანა, მაგრამ ამით "ლევერკუზენელთა” ტანჯვა არ შემსუბუქებულა. ინიესტას ნაცვლად მოედანზე შესულმა ტელიომ ორ წუთში ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და საჯარიმოში შეჭრილმა, ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. 58-ე წუთზე, კატალონიელებმა საჯარიმოს მისადგომებთან კომიბნაცია ზუსტად ვერ გაითამაშეს, მაგრამ ლენო უხეიროდ გაისარჯა და მის მიერ ბურთის ცუდად მოგერიების შემდეგ, მესის ცარიელ კარში გატანაღა დარჩენოდა. ამ გოლის შემდეგ, მესი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ორ მატჩში მოახერხა სამ გოლზე მეტის გატანა. გავიდა კიდევ 4 წუთი და მარჯვენა ფლანგიდან ალვეშმა საჯარიმოს საპირისპირო მხარეს მყოფი ტელიო მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
85-ე წუთზე, ლიონელ მესიმ კიდევ ერთი და აქამდე თითქოს ძალზე ძნელად მიღწევადი რეკორდი დაამყარა. საჯარიმოს წინა ხაზიდან, არგენტინელმა ლენოს აუღებელი დაურტყა და იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. ეს გოლი მესისთვის მიმდინარე გათამაშებაში მე-12 იყო. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (1992 წლიდან), ერთ სეზონში 12 გოლი სარეკორდოა. აქამდე, ამდენი ბურთის გატანა რუდ ვან ნისტელროიმ და მესიმ (გასულ სეზონში) მოახერხეს. არგენტინელს კარგი შანსი აქვს, რეკორდის მესაკუთრე ერთპიროვნულად გახდეს. "ლევერკუზენთან” თამაშის შემდეგ, მესის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 49 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით, მან ფილიპო ინძაგისა და ანდრეი შევჩენკოს გადაუსწრო და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. მის წინ ტიერი ანრი (50 გოლი), რუდ ვან ნისტელროი (56) და  რაული (71) არიან.
"ბარსას” რომ 7:0 მოეგო, კატალონიელები ახალ რეკორდს დაამყარებდნენ. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შვიდბურთიანი სხვაობით ჯერ არავის მოუგია. 7:1 ორჯერ იყო დაფიქსირებული. ერთხელ "მანჩესტერმა” "რომა” გაანადგურა და ერთხელაც, "ბაიერნმა” "სპორტინგი” არ დაინდო. ინგლისურ და გერმანულ გუნდებს "ბარსა” მას შემდეგ შეუერთდა, რაც 90-ე წუთზე, "ლევერკუზენმა” თამაშში ერთადერთი ზუსტი დარტყმა განახორციელა და ბელარაბიმ ეფექტური გოლი გაიტანა.

ბარსელონა-ლევერკუზენი 7:1 (2:0)
ბარსელონა, "კამპ ნოუ” 75632
ბარსელონა (4-3-1-2):
 ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ადრიანო (მუნიესა 63), ბუსკეტსი, ჩავი (კეიტა 53), ინიესტა (ტელიო 53), ფაბრეგასი, პედრო, მესი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო, კასტრო, შვააბი, ტოპრაკი, კადლეცი, რაინარტცი, ბენდერი (შიურლე 55), როლფესი, აუგუსტო (ოსზიპკა 68), კისლინგი, დერდიუკი (ბელარაბი 55)
მწვრთნელი: რობინ დუტი
გოლები: 1:0 მესი (25), 2:0 მესი (43), 3:0 მესი (50), 4:0 ტელიო (55), 5:0 მესი (58), 6:0 ტელიო (62), 7:0 მესი (85), 7:1 ბელარაბი (90)
გაფრთხილებები: როლფესი 12, კასტრო 45
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 14 (11)-2 (1), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 6-0, სეივი: 0-6, ჯარიმა: 8-12.

აპოელი-ლიონი 1:0 (1:0) (პენ: 4:3)
სტროვოლოსი, "ნეო GშP” 21000
აპოელი (4-2-3-1):
 ხიოტისი, პურსაიტიდისი, ოლივეირა, პაულუ ჟორჟე, ბოავენტურა, მორაიში, სოუზა (ალექსანდრუ 94), ხარალამბიდისი (მარსინიო 77), ალმეიდა, მანდუკა, სოლარი (ტრიკოვსკი 73).
მწვრთნელი: ივან იოვანოვიჩი.
ლიონი (4-2-3-1): ლორისი, რევეიერი, კონე, კრისი, სისოკო, გონალონსი, კელსტრომი, ბრიანი (ლაკაზეტე 100), ედერსონი (გომისი 73), ბასტოსი, ლოპესი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
გოლი: 1:0 მანდუკა (9).
თერთმეტმეტრიანები: კელსტრომი 0:1, ალმეიდა 1:1, ლოპესი 1:2, მორაიში 2:2, გომისი 2:3, ალექსანდრუ 3:3, ლაკაზეტე 3:3, ტრიკოვსკი 4:3, ბასტოსი 4:3.
გაფრთხილებები: მანდუკა 10, სოლარი 52, ალმეიდა 88, ბოავენტურა 101 – ბასტოსი 52, კონე 65, გონალონსი 112.
გაძევება: მანდუკა 115.
მსაჯი: უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 8 (3)-15 (8), კუთხური: 2-11, თამაშგარე: 6-4, სეივი: 8-2, ჯარიმა: 20-26.
ნანახია: 926 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz