amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 9 » გვარდიოლა: “არსენალი” ზედიზედ 3 გადაცემის გაკეთებას ვერ ახერხებდა”
7:42 PM გვარდიოლა: “არსენალი” ზედიზედ 3 გადაცემის გაკეთებას ვერ ახერხებდა” |
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის დაძლევის შემდეგ, ბუნებრივია, კმაყოფილი იყო კატალონიის "ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რომელმაც გუნდის თამაში დადებითად შეაფასა, მაგრამ განსაკუთრებით, ინიესტა და მასკერანო გამოჰყო. "არსენალის” დონის გუნდმა ვერცერთხელ ვერ მოახერხა ჩვენს კარში დარტყმა, რაც "ბარსელონას” ფეხბურთელებზე დადებითად მეტყველებს. ინიესტას შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი ცოტაა. მისი მოედანზე ყოფნა ჩვენს გუნდს დამატებით უპირატესობას სძენს. მიმდინარე სეზონში, ანდრესი ძალიან კარგად გამოიყურება. რაც შეეხება მასკერანოს, ის არის ფეხბურთელი, რომელმაც თავის საქმე კარგად იცის”. გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა მეტოქე გუნდზეც: "ვუთანაგრძნობ "არსენალს”, რადგან მომწონს ეს გუნდი. განსაკუთრებით, მისი თამაშის სტილი. ვერ გეტყვით, რა დასკვნებს გამოიტანენ ჩვენი მეტოქეები დღევანდელი თამაშიდან. შესაძლოა, მათ თქვან, რომ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის გამო წააგეს. ან, შესაძლოა, მათ ობიექტურად მსჯელობა ამჯობინონ. მესმის ლონდონელების. მათ ჰგონიათ, რომ 1/4-ფინალს მიღმა ვან პერსის გაძევების გამო დარჩნენ. თუ მათ ამის მართლაც სჯერათ, მაშინ ამის უფლება აქვთ. მაგრამ რეალობა სხვაგვარია – 11 კაცითაც კი, "არსენალი” ვერ ახერხებდა ზედიზედ 3 გადაცემის გაკეთებას. ეს გუნდი კიდევ უნდა გაიზარდოს და განვითარდეს, ამისთვის კი, საჭიროა საკუთარი შეცდომების გაანალიზება და მათი გამოსწორება. "არსენალი” ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ "ბარსელონასთან” მატჩში, ამ გუნდს სახიფათო მომენტები თითქმის არ შეუქმნია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს” – ციტირებს კატალონიელი სპეციალისტის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი.
|
ნანახია: 782 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|