გუშინ, "მესტალიაზე" გამართული შეხვედრის მე-20 წუთზე, "ვალენსიამ" "ბარსელონას" კარში გოლი გაიტანა, რომელიც ერთი შეხედვით, უსამართლოდ გაუქმდა, მაგრამ კარგად დაკვირვების შემდეგ ირკვევა, რომ მსაჯი სწორად მოიქცა.
სურათზე კარგად ჩანს, რომ ხორდი ალბასა და ადრიანოს ფეხები ერთ ხაზზე აქვთ, მაგრამ მასპინძელი ფეხბურთელი ტანით "ბარსას" კარისკენაა გადახრილი. FIFA-ს საიტზე განთავსებული ფეხბურთის წესებში ჩახედვით ირკვევა, რომ ასეთი სიტუაცია თამაშგარე მდგომარეობაა.
აი რა წერია ფეხბურთის ოფიციალურ წესებში:
ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაშია, თუ იგი იმყოფება ბურთსა და ბოლოსწინა მეტოქეზე წინ.
იმავე წესების განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ:
"იმყოფება ბურთსა და ბოლოსწინა მეტოქეზე წინ" ნიშნავს, რომ მისი სხეულის ნებისმიერი ნაწილი (გარდა ხელისა) არის ბურთსა და ბოლოსწინა მეტოქეზე წინ.
როგორც ხედავთ, ყველაფერი ნათელია - გოლი სამართლიანად არ ჩაითვალა.