amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » გენრიხ მხითარიანი: “რუსეთთან შეხვედრის წინ ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება”
3:43 PM გენრიხ მხითარიანი: “რუსეთთან შეხვედრის წინ ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება” |
სომხეთის ეროვნული გუნდისა და დონეცკის "შახტარის” შემტევი ნახევარმცველი, გენრიხ მხითარიანი თვლის, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ქართველებთან მარცხი (1:2), ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრებთან საშინაო მატჩის წინ, გაკვეთილი იყო. "პირველი ტაიმი ცოტათი არ გამოგვივიდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში უკეთესად ვმოქმედებდით. მაშინაც კი, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, თამაშის გადარჩენას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ვფიქრობ, რუსეთთან შეხვედრის წინ ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. ჩვენ თამაშზე გარკვეულწილად აისახა რობერტ არზუმანიანის, იურა მოვსისიანისა და კარლენ მკრტჩიანი არყოფნა, მაგრამ მათ გარეშე თამაშსაც უნდა მივეჩვიოთ” – განაცხადა მხითარიანმა ლიმასოლში გამართული თამაშის შემდეგ, სომხურ ინტერნეტ-გამოცემა TotalFootball.am-თან საუბარში. ერევნის "პიუნიკის” ფორვარდ ედგარ მანუჩარიანს, რომელიც თავის დროზე ამსტერდამის "აიაქსში” ირიცხებოდა, იმედი აქვს, რომ სომხეთის ნაკრები რუსებთან ისევე ითამაშებს, როგორც თემურ ქეცბაიას შეგირდების წინააღმდეგ მეორე ტაიმში მოახერხა: "ვთვლი, რომ სეზონის პირველი მატჩის ფონზე ნორმალურად ვითამაშეთ. ჩვენ სათამაშო პრაქტიკა არ გვყოფნიდა და ბიჭებიც ფუნქციონალურად მზად არ იყვნენ. ამის გათვალისწინებით, ცუდად არ გამოვსულვართ, განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმში. პირველ ტაიმში ცოტა მოდუნებული ვიყავით, მაგრამ მეორეში უფრო აქტიურად ვმოქმედებდით შეტევაში და თავს ყურადღებით ვიცავდით. იმედია, რუსეთთან ისე ვითამაშებთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მეორე ტაიმი ჩავატარეთ”.
|
ნანახია: 973 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|