პარასკევი, 2024-03-29, 1:08 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » ჩრდილოელებმა სამხრეთელები დაიპყრეს
2:04 PM
ჩრდილოელებმა სამხრეთელები დაიპყრეს

2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩები ჩრდილო ევროპელების მიერ სამხრეთელების დაჩაგვრით გამოირჩა. მართალია, ორი შეხვედრდან ერთი ფრედ დასრულდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს საყაიმო შედეგი ჩრდილოელებს, კონკრეტულად კი გერმანულ „შალკეს" აძლევდა ხელს.

სენსაცია შეგვიძლია ვუწოდოთ 1/8-ფინალების პირველივე დღეს დაფიქსირებულ შედეგს. მილანში ბეილის გარეშე ჩასულ „ტოტენჰემს" ბევრი წარმატებას არ უწინასწარმეტყველებდა. იყო ვარაუდი, რომ ლონდონელებს ფრეც დააკმაყოფილებდათ, მაგრამ რედნაპის შეგირდებმა თამაშითაც და შედეგითაც დაამტკიცეს, რომ მათ ამჟამად იტალიაში საუკეთესო გუნდის ბარიერის დაძლევა შეუძლიათ.

„სან სიროზე" გამართული შეხვედრის პირველმა ტაიმმა საკმაოდ უღიმღამოდ ჩაიარა. უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო იერიშების განხორციელებას ვერც ისინი ახერხებდნენ და ვერც მასპინძლები. პირველი 45 წუთის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი აბიატის ტრავმა იყო. მილანელთა კარის დარაჯმა, კრაუჩთან შეჯახების დროს, თავის დაზიანება მიიღო და იგი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.

მე-2 ნახევარში თამაში გამოცოცხლდა. შეხვედრა ახალი განახლებული იყო, როდესაც ჯერ ვან დერ ვაარტს, შემდეგ კი იეპესს ჰქონდათ გოლის გატანის კარგი შანსები, მაგრამ ჰოლანდიელმა კარს ოდნავ ააცილა, კოლუმბიელს კი გომესმა აუღო. მილანელთა ვეტერან მცველს მალევე კიდევ ერთხელ მიეცა გატანის კარგი შანსი, მაგრამ ახლო მანძილიდან მისი დარტყმული კვლავ მეკარემ უკუაგდო.

დაახლოებით 55-ე წუთისთვის, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. მე-2 ტაიმი 10 წუთის განახლებული იყო, როდესაც ფლამინიმ ჩორლუკას წინააღმდეგ ძალზე უხეშად ითამაშა და მეტოქეს იმდენად სერიოზული ტრავმა მიაყენა, რომ მას ყავარჯნების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. ამ ეპიზოდში, არბიტრმა მასპინძლები დაინდო და ფლამინის მხოლოდ ყვითელი აკმარა. მალე, ჯენარო გატუზოს რედნაპის თანაშემწესთან, ჯო ჯორდანთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც იტალიელმა მას ხელიც კი დაარტყა. 33 წლის ფეხბურთლმა, იგივე თამაშის დასრულების შემდეგაც გაიმეორა, რის გამოც იგი, სავარაუდოდ, დისკვალიფიკაციას მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გატუზო განმეორებით თამაშს გამოტოვებს, რადგან მას ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოეწურა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა, როდესაც მეტოქის ნახევარზე, ბურთი სწორედ გატუზომ დაკარგა და სტუმრებს კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მისცა. „ტოტენჰემის" ფეხმარდმა შემტევმა, აარონ ლენონმა სისწრაფე აკრიფა, იეპესი იოლად ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეჭრილმა, მეკარესთან პირისპირ გასულ კრაუჩს უპასა, ამ უკანასკნელმა კი ადვილად გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი. მატჩის ბოლო წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მაკრატელა დარტყმით, ეფექტური გოლი კი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა კარის აღება მაინც არ დააფიქსირა და სამართლიანადაც. გარდა იმისა, რომ გადაცემის მომენტში, იბრაჰიმოვიჩი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, იგი მეტოქესთან ორთაბრძოლის დროსაც არღვევდა თამაშის წესებს.

„სან სიროზე" მოგებით „ტოტენჰემმა" ერთ უნიკალური მიღწევა გაიმეორა. 1987-88 წლების უეფას თასის გათამაშებაში, კატალონიურმა „ესპანიოლმა" ორივე მილანური კლუბის დამარცხება მოახერხა. მას შემდეგ, ერთ სეზონში, იგივე არცერთ არაიტალიურ კლუბს არ ჰქონდა გაკეთებული, სანამ „ტოტენჰემმა" არ დაამარცხა ჯერ „ინტერი" და შემდეგ „მილანი".

მართალია „ტოტენჰემივით" გასვლაზე მოგება ვერ მოახერხა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა გელზენკირხენის „შალკემ", რომელმაც ვალენსიაში არ წააგო, თან გოლის გატანაც მოახერხა. გერმანული კლუბი წარმატებას ფეხბურთის ესპანელ ლეგენდას, რაულ გონსალეს ბლანკოს უნდა უმადლოდეს, რომელმაც გუშინდელ მატჩში თავის საჩემპიონთალიგო მონაგარს კიდევ ერთი გოლი შეჰმატა. ლიგაზე რაულს უკვე 69 გოლი აქვს გატანილი და სავარაუდოდ, მის ამ მიღწევას კარგა ხანი ვერავინ გააუმჯობესებს. „ვალენსიას" კარის აღება იმით იყო განსაკუთრებული, რომ რაულმა უეფას მიერ გამართულ საკლუბო ტურნირებზე თავისი 71-ე გოლი გაიტანა და გადაუსწრო რა ფილიპო ინძაგის, ამ მაჩვენებლით ერთპიროვნულად გალიდერდა. ცნობისთვის, რაული „მილანის" კიდევ ერთ ფეხბურთელს ეცილება რეკორდს. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ესპანელს უკვე 41 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ერთით ნაკლებია კლარენს ზეედორფის სარეკორდო მაჩვენებელზე. რაულს ერთი შეხვედრით ჩამორჩება „მანჩესტერის" ლეგენდა, რაიან გიგზი.

რაც შეეხება „მესტალიაზე" გამართულ შეხვედრაში გატანილ გოლებს. ანგარიში მე-17 წუთზე, რობერტო სოლდადომ გახსნა, რომელიც 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის პირველი გოლის ავტორი, მეტიუს კარგი ფლანგური გადაცემის წყალობით გახდა. რაულმა ანგარიში 64-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ხურადოს გადაცემა მიიღო და სიზუსტეზე გათვლილი დარტყმით, ბურთს ადგილი მეკარისგან მარცხენა ქვედა კუთხეში მიუჩინა. მატჩის მიწურულს, მე-2 ყვითელი ბარათის მიღების გამო, მოედანი შმიტცს დაატოვებინეს, რომელიც განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.

 

მილანი - ტოტენჰემი 0-1 (0-0)
მილანი: აბიატი (ამელია 18), გატუზო, ზეედორფი (პატო 46), იბრაჰიმოვიჩი, ნესტა, ფლამინი, აბატე, ტიაგო სილვა, რობინიო, იეპესი, ანტონინი.
ტოტენჰემი: გომესი, ასუა ეკოტო, გალასი, ჩორლუკა (ვუდგეიტი 59), პალასიოსი, ლენონი,  კრაუჩი, ვან დერ ვაარტი (მოდრიჩი 62), დოუსონი, სანდრო, პიენაარი (კრანჩარი 77).
გოლი: 0-1 კრაუჩი (80).
გაფრთხილება: ფლამინი (55), იაპასი (61), გატუზო (76)
დაწყება: ტოტენჰემი, I კუთხური: ტოტენჰემი, I აუტი: ტოტენჰემი, კ-ში დარტყმა: (3-6), კ-კენ დარტყმა: (6-2), ჯარიმა: (11-17), კუთხური: (9-5), ყვითელი: (3-0), თამაშგარე: (4-2), ბურთის ფლობა: (55%-45%).


ვალენსია - შალკე 1-1 (1-0)
ვალენსია:
 გუაიტა, ნავარო, ტოპალი, დომინგესი (ხოაკინი 68), სოლდადო, ადურისი, კოსტა, ევერ ბანეგა (ვისენტე 68), მატიე (ხორდი ალბა 78), მიგელი, რიკარგო კოსტა.
შალკე: ნოიერი, ჰოვედესი, რაული, კლუგე, შმიცი, ფარფანი (დრაჰლერი 78), ხურადო (ედუ 83), მეტცელდერი, უჩიდა, ჰუნტელაარი (ხუანმი 90), მატიპი.
გოლები: 1-0, სოლდადო (17), 1-1 რაული (64)
გაფრთხილება: მატიპი (16), რიკარდო კოსტა (62), შმიცი (65, 90+3), ნოიერი (78),  
გაძევება: შმიცი (90+3)
დაწყება: ვალენსია  I კუთხური: შალკე, I აუტი: შალკე, კ-ში დარტყმა: (7-6), კ-კენ დარტყმა: (9-3),ჯარიმა: (9-21), კუთხური: (5-7), ყვითელი: (1-5), თამაშგარე: (4-3), ბურთის ფლობა: (63%-37%).

ნანახია: 782 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz