ჩემპიონთა ლიგის პირველივე დღეს პატომ და კიდევ რვა ბრაზილიელმა გაიტანეს გოლები
ასეთი რამ ადრე არასოდეს მომხდარა: ჩემპიონთა ლიგის პირველ დღეს 8 შეხვედრაში 9 ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. ლიგის ისტორიაში არცერთი ეროვნების ფეხბურთელებს ერთ დღეში ამდენი ბურთი არ შეუგდიათ და ბრაზილიელებმა რეკორდი დაამყარეს. სულ, 8 მატჩში 17 გოლი გავიდა. ჩამოვთვალოთ ბრაზილიელი მეგოლეები: დავიდ ლუიში ("ჩელსი"), პატო, ტიაგო სილვა (ორივე - "მილანი"), გუსტავო მანდუკა, აილტონი (აპოელ), ლუიშ ადრიანუ ("შახტარი'), ჰალკი, კლებერი (ორივე - "პორტუ"), რენან ბრეშანი (ბატე). აქამდეც, რეკორდი ბრაზილიელებს ეკუთვნოდათ - 2000 წლის 27 სექტემბერსა და 2007 წლის 12 დეკემბერს 8-8 გოლი შეაგდეს.
|