amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » ბალაკი ისევ უქმადაა
8:34 PM ბალაკი ისევ უქმადაა |
მიხაელ ბალაკს მუხლის ტრავმა კვლავ აწუხებს. "ლევერკუზენისა" და გერმანიის ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის ბოლო ტურის შეხვედრა სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა. მართალია, 34 წლის ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო იუპ ჰაინკესი ირწმუნებოდა, გამოჯანმრთელებულ ფეხბურთელებს მოედანზე თანდათან ვაბრუნებო, მაგრამ "ლევერკუზენის" საიდუმლო Kicker-მა გათქვა. გერმანული გამოცემა ირწმუნებოდა, რომ ბალაკი ტრავმირებული მუხლის არეში კვლავ გრძნობდა ტკივილს. ამავე წყაროს მტკიცებით, ვეტერან შუახაზელს ბოლო დღეებში საერთოდ არ უვარჯიშია. ბალაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლად სახარბიელო რომ არ არის, გუშინ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებითაც დამტკიცდა. მედიკოსების დიაგნოზით, ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა, როგორც ამას თავიდან ვარაუდობდნენ, თუმცა, ფეხბურთელს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მიღება კვლავ აკრძალული აქვს. ბოლოს და ბოლოს ბალაკის ტრავმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "ლევერკუზენის" ხელმძღვანელობამაც დაადასტურა. "მიმდინარე კვირაში გუნდი პირველ ვარჯიშს სამშაბათს ჩაატარებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ბალაკი ამ ვარჯიშში მონაწილეობის მიღებას. ბევრი რამ მკურნალობის პროცესზეა დამოკიდებული. "ლევერკუზენს" ევროპის ლიგის პირველი შეხვედრის ჩატარება სავარაუდოდ, მიხაელის გარეშე მოუწევს", - წერს "ფარმაცევტთა" ოფიციალური ვებ-გვერდი. ბოლოს შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში "ლევერკუზენის" მეტოქე "მეტალისტი" იქნება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 18 თებერვალს უკრაინაში შედგება.
|
ნანახია: 880 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|