ხუთშაბათი, 2021-03-04, 3:57 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სექციის კატეგორიები
[1]

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » ფაილები »

ეროვნული ნაკრები
2011-11-12, 1:04 PM
2007 წლის 28 მარტის (ამ დღეს "ბორის პაიჭაძეზე” ფარერებს მოვუგეთ 3:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრებს პირველად შეეძლო ერთ მატჩში 3 გოლი გაეტანა. ეს რომ მომხდარიყო, მინდორზე ორიოდე წუთის შესულ შოთა გრიგალაშვილს მოლდოვისა და მისთვის კარგად ნაცნობი კიშინიოვის "დაჩიას” კიპერის, არტიომ გაიდუკევიჩის გამასხარავება კი არა, პენალტის ცოტა მეტი სერიოზულობით შესრულება მართებდა. ეს 88-ე წუთზე მოხდა, როცა მეტოქე პრაქტიკულად უშანსო იყო, ქართველებს კი, იმ უსიამოვნო ტრადიციის დამხობა შეეძლოთ, რომელზეც ზემოთ ითქვა.
ძნელი სათქმელია, როგორი შედეგით დასრულდებოდა ამ შემადგენლობით შეკრებილი "ჯვაროსნების” ტესტ-მატჩი, მეტოქედ რომ ასეთი მოლდოვა (ჩვენ ხომ "ისეთი” მოლდოვაც გვახსოვს, რომელთანაც დღემდე უშუალო შეხვედრათა უარყოფითი ბალანსი გვაქვს) არ გვყოლოდა. კარგია, რომ სანაკრებო შტაბმა ხასიათი ცოტათი გამოიკეთა და მოგებით დაწყებული 2011 წელი მოგებითვე დაამთავრა.
თემურ ქეცბაიას მიერ სამოლდოვედ დაძახებულთა ჩამონათვალიდან, იმთავითვე აშკარა იყო, "ჯვაროსანთა” თავკაცი ამ სპარინგს ახალი სახეების გამოსაცდელად გამოიყენებდა. ამის დასტური, ეროვნული ნაკრების მაისურის ერთბაშად 3 დებიუტანტის მიერ მორგება იყო. სამივე ეროვნულ ჩემპიონატზე მოასპარეზენი არიან: რუსთავის "მეტალურგის” შუახაზელმა ირაკლი მაისურაძემ მწვრთნელისგან ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიმსახურა, "ზესტაფონის” ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა 58-ე წუთზე ჯანო ანანიძის შემცვლელად შესვლა, ხოლო თბილისის "ვიტ ჯორჯიას” ფლეიმეიქერმა გიორგი ჯანელიძემ ბოლო 5 წუთის თამაში.
სტატისტიკურად დებიუტანტთაგან ყველაზე პროდუქტიული ჯანელიძე იყო. ბურთთან მისი პირველივე შეხება მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი სოლო-რეიდით და მეტოქის მიერ საკუთარ საჯარიმოში მოცელვით დასრულდა. არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომლის ზედმეტი თავდაჯერებით გრიგალაშვილისგან დარტყმაზე ზემოთ უკვე ვთქვით.
წინა მატჩების მსგავსად, ქეცბაიას მიერ შერჩეული სათამაშო სქემა არ შეცვლილა. "კლასიკური” წყობით განლაგებული 4 მცველის (კაშია მარჯვნივ, გრიგალავა მარცხნივ, ამისულაშვილი და ხუბუტია ცენტრში) წინ, კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე ზურაბ ხიზანიშვილი, კიდევ უფრო წინ კი, ირაკლი მაისურაძე იყო. ამ უკანასკნელს აშკარად ეტყობოდა, რომ შეტევაში თამაშის გამწვავებას ბურთის მეტწილად უკან დაბრუნება ერჩივნა.
საკმაოდ აქტიური გახლდათ ნახევარდაცვის ფლანგებზე გამწესებული ნიკა გელაშვილი და სანდრო კობახიძე. პირველი გოლი სწორედ მათი კომბინაციის შედეგად გავიდა. მარჯვენა ფრთიდან გელაშვილისგან ჩაწოდებულ ბურთს თავი კობახიძემ დაუხვედრა და 36-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა - 1:0.
თავდამსხმელის უკან თამაში ევალებოდა ჯანო ანანიძეს. ეული ფორვარდის როლი ამჯერადაც ვლადიმერ დვალიშვილს ანდეს. თამაშის სურათიდან გამომდინარე, ლადოს მისთვის გამოყოფილი სათამაშო დროის მეტი ნაწილი შუა ხაზში დაბრუნებასა და იქ ბურთის მოპოვებაში ეკარგებოდა. ამის მიუხედავად, ერთ საგოლე კომბინაციაში წვლილი მანაც შეიტანა. მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ კუთხურზე თავით თამაში ყველას ამისულაშვილმა დაასწრო. ბურთი ხარიხამ გამოაგდო უკან და მის საგოლედ დარტყმას დვალიშვილი აპირებდა, როცა მცველმა მოცელა და აზერბაიჯანელმა არბიტრმა მატჩში პირველი პენალტი დანიშნა. ანანიძემ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო შედეგიც მაშინ დაფიქსირდა - 2:0.
ზემოთ კობახიძის აქტიურობას შევეხეთ. ვიდრე სანდრო ანგარიშს გახსნიდა, მარცხენა ფლანგიდან საოცრად ბევრი უზუსტო გადაცემები დაუგროვდა. მის თამაშს ისიც დაღად აჩნდა, რომ იგი გამოკვეთილი ცაციაა და მარჯვენა ფეხს ცუდად ხმარობს. ამის მიუხედავად, ვიდრე მსაჯი თავშეუკავებლობის და მეტოქის მცველთან ძალისმიერი შეხლა-შემოხლის გამო მინდვრიდან გააძევებდა, იგი ლამისაა საუკეთესო იყო "ჯვაროსანთა” შორის.
დიდი პაუზის შემდეგ, ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში გიორგი განუგრავაც დააბრუნა. უნგრული "დიორის” შუახაზელმა, მის მსგავსად მინდორზე შეცვლაზე შესულ სანდრო გურულთან ერთად ის მოახერხა, რომ პირველ ტაიმში "ჯვაროსანთა” მონაპოვარი არ გაანიავა. სიმართლე უნდა ითქვას, საამისოდ მოლდოველები დიდად ვერაფრით იჩენდნენ თავს - მეტოქეს ბურთი საქართველოს ნაკრების კარის ჩარჩოში ერთხელაც არ მოუხვედრებია.
ეს, თემურ ქეცბაიას მეთაურობით ნაკრების მიერ გამართული მე-17 (სულ "ჯვაროსნებს” 169 მატჩი აქვთ ნათამაშები) შეხვედრაა. 6-6 მოგება და ფრე, 5 წაგება (გატანილ-გაშვებული ბურთების ბალანსი 15:13) - ასეთია ქართველთა ორწლიანი მონაგარი. საინტერესოა, რომ შარშან და წელს ეროვნულმა ნაკრებმა წელი მოგებით დაიწყო და მოგებითვე დაამთავრა.   

თბილისი. 11 ნოემბერი, 2011. "მიხეილ მესხი”, 4000 მაყურებელი. 18:00
საქართველო - მოლდოვა 2:0 (2:0)
საქართველო:
 ლორია, კაშია, ამისულაშვილი, ხუბუტია (შოთა გრიგალაშვილი, 86), გრიგალავა, ხიზანიშვილი (კაპ) (ჯანელიძე, 86), ირაკლი მაისურაძე (განუგრავა, 53), ანანიძე (თორნიკე გორგიაშვილი, 58), კობახიძე, გელაშვილი (გურული, 64), დვალიშვილი (მოდებაძე, 56).
სათადარიგოები: რევიშვილი, ალადაშვილი, დაუშვილი, კვახაძე.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
მოლდოვა: გაიდუკევიჩი, არმაში, გოლოვატენკო, ბოლომანი (კაშკავალი, 85), ეპურეანუ (კაპ.), ბულგარუ (პოტერნიკე, 85), ივანოვი, ჩებოტარუ (პისლა, 78), ზმეუ (დოროში, 30), სუვოროვი (ბუგაევი, 46), ოვსიანიკოვი (კატანი, 67).
სათადარიგო: ზვიაგინცევი.
მთავარი მწვრთნელი: გავრილ ბალინტი.
გაფრთხილება: კატანი (69).
გაძევებები: კობახიძე (76), არმაში (76).
გოლები: 1:0 კობახიძე (36), 2:0 ანანიძე (39, პენ.).
გამოუყენებელი პენალტი: გრიგალაშვილი (88 - მეკარე).
მსაჯები: ვუსალ ალიევი; ელმან მუსაევი, ილხამ ალიევი (ყველა აზერბაიჯანი); გიორგი ვადაჭკორია (საქართველო).
კატეგორია: | დაამატა: amirani
ნანახია: 749 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2021Free web hosting - uCoz